იყიდება ვაკეში, ილია ჭავჭავაძის გამზ. 83-ში მდებარე "ვაკე პალასის" საცხოვრებელ კომპლექსში, გამორჩეულ ეკოლოგიურ და მყუდრო გარემოში მდებარე 5-ოთახიანი ბინა 4 საძინებლით (აქედან ერთი საძინებელია ე. წ. "მასტერ-ბედრუმი"), დიდი სასტუმრო ოთახით (მძლავრი კონდიციონერით და იტალიური მარმარილოთი მოპირკეთებული მუშა ბუხრით თავისი ხელნაკეთი ორიგინალური აქსესუარებით). ▪︎ ბინა გარემონტებულია უმაღლესი ხარისხის ევროსტანდარტით: > ყველა ოთახი დაფარულია გერმანული წარმოების უმაღლესი ხარისხის ლაკირებული კოპიტის მასალის პარკეტით, ხოლო სამზარეულოს და ვრცელი ჰოლის იატაკზე ესპანური წარმოების ლამაზი მოხატულობის გრანიტია დაგებული. > სამზარეულოს გარნიტური და ჩაშენებული კარადები ავსტრიული მდფ-ის მასალებისგანაა დამზადებული. 2 აბაზანა- ტუალეტი / სველი წერტილები აღჭურვილია Villeroy & Boch-ისა და Grohe-ს ორიგინალური სატექნიკით. > ბინა გამჭოლია და გააჩნია ორი განსხვავებული ხედი: ოთხი საძინებელი დიდი ვერანდიდან უყურებს კუს ტბას და ეთნოგრაფიულ მუზეუმს, ხოლო ვრცელი სასტუმრო სივრცე და სამზარეულო ოთახები უყურებს ნუცუბიძის ფერდობს, ლისის დასახლებას, უნივერსიტეტის ქუჩას და წყნეთის გზატკეცილს. • კორპუსის ქვეშ განთავსებულია გადახურული კერძო საპარკინგე სივრცე; • შენობის წინ მდებარეობს დიდი ზომის კეთილმოწყობილი ეზო საბავშვო სასრიალოებით, საქანელებით და სავარჯიშო ტრენაჟორებით. პირველ სართულზე მუშაობს SPAR-ის სუპერმარკეტი, სილამაზის სალონი და ხილ-ბოსტანის მაღაზია; ▪︎ბინის საერთო ფართია 250 კვ.მ. ▪︎ ბინის ფასია 1500$/კვ.მ. = 375 000 $.
თაღლითები უკავშირდებიან განცხადებაზე მითითებულ ნომრებს, თითქოს მათ სურთ ნივთის შეძენა და გამოგზავნა, თანხაზე კი გთხოვენ ბმულზე გადასვლას და ბარათის მონაცემების შევსებას!
ჩვენი რეკომენდაცია:
* არ გახსნათ საეჭვო ბმულები.
* აუცილებლად გადაამოწმეთ ბმული სისწორეზე.
* არ შეიყვანოთ ბარათის მონაცემები, ნომერი, ვადა და კოდი.