განათავსეთ განცხადებები უფასოდ moedani.online-ზე
  • მთავარზე
  • თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე ინფორმაციის კონფიდენციალურობა

თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე ინფორმაციის კონფიდენციალურობა

1.თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშვების შესახებ და მათი დამუშავება

თქვენ, ამ დოკუმენტის საფუძველზე ადასტურებთ რომ ინფორმირებული ხართ, თქვენი თანხმობით, თქვენი იმ პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ, რომელსაც გვაწვდით როდესაც სარგელობთ ჩვენი ინტერნეტ პლატფორმებითა (საიტით)  და ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე სხვადასხვა მომსახურებით, და მათ შორის, ჩვენ ვებ-გვერდზე განთავსებული ფორმების შევსებით ან სხვაგვარად თქვენი პერსონალური მონაცემების ჩვენთვის მოწოდებით, ადასტურებთ და აცხადებთ თანხმობას თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები მუშავდება შპს „მოედანი“-ს  ( საიდენტიფიკაციო კოდი 404618623 ) მიერ, იურიდიული მისამართი მისამართი: საქართველო, თბილისი,მთაწმინდის რაიონი თავისუფლების ქუჩა  ქ., N 24, . 9  ფაქტობრივი მისამართი : ქ. თბილისი ვარკეთილი მე4 მიკრ/რ მე-2 რიგი მე-7 კორპუსი ბინა 28  (შემდგომში კომპანია).

თქვენ მიერ, პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ თანხმობით აცხადებთ და ადასტურებთ, რომ აღნიშნული პერსონალური მონაცემების, მათ შორის, სახელი და გვარი, იურიდიული პირის, ორგანიზაციის სახელი, მისამართი, ელ-ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მობილურის ნომერი, ან/და სხვა სახის პერსონალური ინფორმაციის დამუშავება შესაძლოა განხორციელდეს შემდეგი მიზნით:

  • კომპანიის საქმიანობის ფარგლებში და მისგან გამომდინარე მომსახურების გაწევის მიზნით;
  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ან/და მისი განახლების მიზნით;
  • კვლევების, გამოკითხვების ჩატარების, მათ შორის, სტატისტიკური კვლევების ჩატარების და ანალიტიკური მიზნებისთვის;
  • თქვენი უსაფრთხო და მოსახერხებელი ფუნქციონირების, ასევე, ინფორმაციის მოწოდების ეფექტურობის მიზნით;
  • თქვენ მიერ დასმული კითხვების დამუშავებისა და მასზე პასუხის გაცემის, გამოხმაურების მიზნით;
  • თქვენი რეგისტრაციის მიზნით;
  • ტექნიკური დახმარების ან/და კონსულტაციის გაწევის მიზნით;
  • კომპანიის მიერ მისი საქმიანობის ფარგლებში და მისგან გამომდინარე მოქმედებების განხორციელების მიზნით, რაც განპირობებულია კომპანიის მიერ, მასზე დაკისრებული ვალდებულების, დავალების განხორციელების მიზნით.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუ თქვენ ინფორმაციას ავსებთ სხვა პირის, მაგალითად, სხვა იურიდიული პირის, ორგანიზაციის სახელით ან და ფიზიკური პირის სახელით , კომპანიის მიერ ეს აღიქმება იმგვარად, რომ თქვენ ხართ შესაბამისი უფლებამოსილი წარმომადგენელი და გაგაჩნიათ უფლებამოსილება მოგვცეთ ყველა საჭირო თანხმობა, რათა ჩვენ მიერ პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს წინამდებარე დოკუმენტში მოცემული მიზნებისთვის.

  1. უარი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ თქვათ უარი თქვენ მიერ გაცხადებულ თანხმობაზე პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ, შემდეგ მისამართზე mtornike39@gmail.com   წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით, რა შემთხვევაშიც კომპანია შეწყვეტს თქვენი იმ პერსონალური მონაცემების დამუშავებას, რომლის დამუშავებაზეც თქვენ განაცხადეთ უარი.

  1. პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და გაუმჟღავნებლობა

„კომპანიის“ მიერ დამუშავებული ინფორმაცია არის კონფიდენციალური და დაუშვებელია მისი მესამე პირებზე გადაცემა ან და გამჟღავნება  გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

  • თქვენი თანხმობით;
  • მოქმედი კანონმდებლობებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
  • სახელმწიფო ორგანოებისთვის ან/და სამართალდამცავი ან/და აღამსრულებელი ორგანოებისთვის პერსონალური მონაცემების გადაცემა, თუ აღნიშნული მოთხოვნილია მოქმედი კანონმდებლობებით ან/და პირთა ლეგიტიმური ინტერესების დაცვის მიზნით;
  • მოქმედ კანონმდებლობებთან, მათ დებულებებთან შესაბამისობაში ყოფნის მიზნით, მათ შორის, სასამართლო/საარბიტრაჟო/მედიაციის პროცესიდან გამომდინარე ან/და მასთან დაკავშირებით არსებული მოთხოვნისა ან/და სახელმწიფო ორგანოს მიერ არსებული მოთხოვნის საფუძველზე;
  • თაღლითობის, ფულის გათეთრების, მექრთამეობის ან/და სხვა, მათ შორის, უსართხოების ან ტექნიკური პრობლემების გამოვლენის, მათი თავიდან აცილების ან სხვაგვარად მოგვარების მიზნით;
  • სხვა ისეთ შემთხვევებში, რა დროსაც აუცილებელია ასეთი ინფორმაციის გამჟღავნება და გადაცემა მესამე პირთათვის, მოქმედი კანონმდებლობების მოთხოვნათა დაცვით.
  1. პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისა და შენახვის ხანგრძლივობა

ჩვენ შევინახავთ თქვენ პერსონალურ მონაცემებს და დავამუშავებთ მათ წინამდებარე დოკუმენტში მოცემული მიზნებისთვის, იმ ხანგრძლივობით რაც საჭიროა ამ დოკუმენტში მითითებული საქმიანობის შესასრულებლად, ან იმდენი ხნით, რამდენიც სხვაგვარად გეცნობებათ, ან რამდენი ხანიც ეს დაშვებულია  მოქმდი კანონმდებლობით. მაგალითად, ჩვენ შესაძლოა შევინახოთ თქვენი პერსონალური მონაცემები თუ ეს აუცილებელია ნებისმიერი იურიდიული ვალდებულების, სამართლებრივი მოთხოვნის, დავის, სასამართლო/საარბიტრაჟო/მედიაციის პროცესის მიზნებისთვის. თუ მოქმედი კანონმდებლობით სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული, პერსონალური მონაცემების შენახვის მაქსიმალურ ვადას წარმოადგენს 3 (სამი) წელი, მათი მიღებისა და პირველადი დამუშავების მომენტიდან. 3 (სამი) წლის ვადის გასვლის შემდეგ ასეთი პერსონალური მონაცემები წაიშლება ან სხვაგვარად განადგურდება.

  1. Cookies

კომპანია იყენებს ავტომატურ სისტემებს, ბმულებს, როგორიც არის Cookies. Cookie არის მოწყობილობა, რომელიც გადაეცემა მომხმარებლის მყარ დისკს. იგი საშუალებას იძლევა ინტერნეტ მომხმარებელი დაუკავშიროს მის პერსონალურ ინფორმაციას/მონაცემებს, რომელიც გადმოცემულია მის მიერ ჩვენი ინტერნეტ პლატფორმებისა და სხვა სერვისებით სარგებლობის. Cookies ვრცელდება ჩვენი სერვერების მეშვეობით, შესაბამისად არავის შეუძლია ჰქონდეს წვდომა ამ ინფორმაციის შინაარსზე. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ნემისმიერი ინტერნეტ ბრაუზერი იძლევა Cookies წაშლის შესაძლებლობას ყოველი სესიის/ვიზიტის შემდეგ. თქვენი ინტერნეტ ბრაუზერი შეიცავს ინსტრუქციებს Cookies წაშლის პროცედურების შესახებ. შესაბამისად, თუ გსურთ წაშალოთ Cookies, გთხოვთ, ნახოთ თქვენი ინტერნეტ ბრაუზერის შესაბამისი ინსტრუქციები. მონაცემთა ავტომატური შეგროვების პროცედურების მიღება და Cookies გამოყენებაზე თანხმობა საჭიროა, რათა ისარგებლოთ ჩვენი ინტერნეტ პლატფორმებითა და სერვისებით. თუ თქვენ დაიწყებთ Cookies წაშლის პროცედურას, კომპანია ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ კომპანიის ყველა ვებ-გვერდი გამოჩნდება ან მოხდება კონკრეტული სერვისების მოწოდება, მისი დასრულება, მაგალითად, კონკრეტულ ვებ-გვერდებზე იმ სერვის(ის, მომსახურებ)ის ან სხვა ინფორმაციის შენახვა, ჩვენება ან მოწოდება/შესრულება, რაც განხორციელდა/ხორციელდება ან მოთხოვნილია თქვენ მიერ. თუ არ გსურთ, რომ თქვენმა ინტერნეტ ბრაუზერმა მიიღოს Cookies, თქვენ შეგიძლიათ ინტერნეტ ბრაუზერის პარამეტრებიდან გამორთოთ შესაბამისი თანხმობის ფუნქცია.

  1. კანონმდებლობა

წინამდებარე დოკმენტი რეგულირდება და ინტერპრეტაცია ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.

  1. ცვლილებები

კომპანია უფლებამოსილია, დროთა განმავლობაში მთლიანად ან ნაწილობირვ, განაახლოს ან შეცვალოს წინამდებარე დოკუმენტი. ასეთი ცვლილებები გეცნობებათ კომპანიის ვებ-გვერდის მეშვეობით და სავალდებულო გახდება მას შემდეგ, რაც იგი გამოქვეყნდება და შესაბამისად ხელმისაწვდომი გახდება თქვენთვის. შესაბამისად, გთხოვთ, რეგულარულად ეწვიოთ კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდს, რათა შეამოწმოთ და მიიღოთ ინფორმაცია ყვველა ასეთი ცვლილების შესახებ.

  1. კომუნიკაცია

ამ დოკუმენტთან დაკავშირებით ან მისგან გამომდინარე ნემისმიერი კითხვის, კომენტარის, შენიშვნის, თხოვნის ან მოთხოვნის შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე  mtornike39@gmail.com