Ქირავდება 2-ოთახიანი ბინა თბილისში, დიდუბეში, ვანის ქუჩაზე, ახლოს ყოფილი თელასის ოფისთან. ბინა განთავსებულია ახალ აშენებულ და შესახლებულ კორპუსში, პირველ სართულზე (10 სართულიდან). ბინის ფართობია 48მ² და მოიცავს სტუდიოს ტიპის მისაღებს, 1 საძინებელს, 1 სველ წერტილს და აივანს, რომელსაც გამოსასვლელი აქვს როგორც საძინებლიდან, ასევე მისაღებიდან.
ბინა გამოცემულია ახალი რემონტით და აღჭურვილია სრულყოფილი ავეჯით და ტექნიკით, ასევე არის ცენტრალური გათბობაც, კონდიციონერი და სავენტილაციო სისტემა. კომუნიკაციები სრულად მოწესრიგებულია - არის ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, ინტერნეტი და ტელევიზია. კორპუსის ეზოში არსებული პარკინგი უზრუნველყოფილია.
ადგილმდებარეობა ძალიან მოსახერხებელია, ახლოს მდებარეობს ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა: სატრანსპორტო გაჩერებები, სავაჭრო ობიექტები, აფთიაქები და მეტრო სადგური წერეთელი. ბინა ხელმისაწვდომია სპეციალური საჭიროების მქონდე პირებისთვისაც. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე ან ვატსაპზე და ვაიბერზე.
თაღლითები უკავშირდებიან განცხადებაზე მითითებულ ნომრებს, თითქოს მათ სურთ ნივთის შეძენა და გამოგზავნა, თანხაზე კი გთხოვენ ბმულზე გადასვლას და ბარათის მონაცემების შევსებას!
ჩვენი რეკომენდაცია:
* არ გახსნათ საეჭვო ბმულები.
* აუცილებლად გადაამოწმეთ ბმული სისწორეზე.
* არ შეიყვანოთ ბარათის მონაცემები, ნომერი, ვადა და კოდი.