მისამართი:ბ. კვერნაძის ქ., area საბურთალოს რაიონი, თბილისი,
ჩვენებარუკაზერუკაზე
Ქირავდება 2-ოთახიანი ბინა საბურთალოზე, King David-ის სიახლოვეს. ბინა განთავსებულია ახალ აშენებულ, 8-9 წლის კორპუსში, მე-5 სართულზე 15 სართულიდან. საერთო ფართობი არის 51 მ². ბინა სრულად კეთილმოწყობილი ახალი ავეჯით და ტექნიკით: საწოლი, დივანი, მაგიდა, სკამები, ქურა, ღუმელი, მაცივარი და სარეცხი მანქანა. საძინებელში არის 6 მ² აივანი, რომელიც იძლევა დამატებით სივრცეს დასასვენებლად. ბინა არის ახალი გარემონტებული, არასტანდარტული პროექტით. უზრუნველყოფილია ყველა საჭირო კომუნიკაციით: ინტერნეტი, ტელევიზია, ბუნებრივი აირი, ლიფტი, წყალი, კანალიზაცია და ელ.ენერგია. გათბობა და ცხელი წყალი უზრუნველყოფილია ცენტრალური გათბობით. პარკირება შესაძლებელია ეზოს პარკინგზე. ქირა 2 თვის წინასწარი გადახდით პირველ და ბოლო თვეს. დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ დამიკავშირდეთ ნებისმიერ დროს.
თაღლითები უკავშირდებიან განცხადებაზე მითითებულ ნომრებს, თითქოს მათ სურთ ნივთის შეძენა და გამოგზავნა, თანხაზე კი გთხოვენ ბმულზე გადასვლას და ბარათის მონაცემების შევსებას!
ჩვენი რეკომენდაცია:
* არ გახსნათ საეჭვო ბმულები.
* აუცილებლად გადაამოწმეთ ბმული სისწორეზე.
* არ შეიყვანოთ ბარათის მონაცემები, ნომერი, ვადა და კოდი.