Სს „ნიკორას“ შვილობილი კომპანია შპს „ნიკორა“ აცხადებს ვაკანსიას სოსისების ფორმირების უბნის სპეციალისტის პოზიციაზე:
პირობები:
სამუშაო გრაფიკი: დღეგამოშვებით 09:00-03:00, დასვენების დღე - შაბათი;
ადგილმდებარეობა: თბილისი, ნაძალადევის რაიონი;
კვებასა და ღამის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია.
კომპანია თანამშრომელს გადასცემს 250 ლარიან სატრანსპორტო/სამგზავრო ბარათს.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
ფორმირების დანადგარის ნაწილების და სამუშაო ინვენტარის წყლით გადავლება, გამშრალება;
მეტალის ჩარჩეობის, ჯოხების და დანადგარის ნაწილების მომზადება;
ტერმინალით ფარშის მიღების, ამწეში ურიკის მოთავსების, ფარშის ძაბრში ჩაყრის და ურიკის ამოსუფთავების პროცესში ჩართულობა უშუალო ხელმძღვანელთან ერთად;;
პირველი ფორმირების დანადგარის შემთხვევაში შუალედური პროდუქციის ზომის, წონის, სიგრძის და დიამეტრის კონტროლი;
ფორმირებული შუალედური პროდუქციის ჯოხზე აკრეფვა, მეტალოს ჩარჩოზე მოთავსება, გაშლა და გარეცხვა ტექნოლოგიური ნორმების დაცვით;
შუალედური პროდუქციის დათვლა, დაპასპორტება (პასპორტის შევსება);
ბუნებრივ გარსაცმში ფორმირებული შუალეუდრი პროდუქციის დადგენილი ფორმის და სიგრძის მიხედვით გადაგრეხვა (ქსოვა), შეკვრა და მეტალოს ჩარჩოძე გადატანა ტექნოლოგიური ნორმების დაცვით;
დარჩენილი ფარშის აღრიცხვის ფურცლის და ბატონის აღრიცხვის ფურცლის შევსება;
შაშხების ფორმების შეფუთვა, ფორმირება და მეტალის ჩარჩოზე განთავსება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
საშუალო განათლება;
წარმოებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
ფიზიკურად მუშაობის უნარი;
პასუხისმგებლობის გრძნობა;
დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
დეტალებზე ორიენტირებულობა.
თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ გაეცანით ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ და შემდეგ გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: jobs@nikora.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. ან დაგვიკავშირდით:
თაღლითები უკავშირდებიან განცხადებაზე მითითებულ ნომრებს, თითქოს მათ სურთ ნივთის შეძენა და გამოგზავნა, თანხაზე კი გთხოვენ ბმულზე გადასვლას და ბარათის მონაცემების შევსებას!
ჩვენი რეკომენდაცია:
* არ გახსნათ საეჭვო ბმულები.
* აუცილებლად გადაამოწმეთ ბმული სისწორეზე.
* არ შეიყვანოთ ბარათის მონაცემები, ნომერი, ვადა და კოდი.