Კომპანია "პრო აუტოსერვისი" აცხადებს ვაკანსიას ავტო მექანიკოსის პოზიციაზე. ჩვენი სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და ყველა საჭირო ხელსაწყოებით, რაც მექანიკოსს დაეხმარება, სამუშაოს მაღალი სტანდარტებით შესრულებაში.
მოვალეობები
• ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და შეკეთება;
• ძრავის, გადაცემათა კოლოფის, სავალი ნაწილისა და საჭის მექანიზმის დიაგნოსტირება და შეკეთება;
• დაზიანებული ნაწილების ჩანაცვლება და სათადარიგო ნაწილების შერჩევა;
• მომხმარებელთან კონსულტაციის გაწევა და პრობლემების დეტალური ახსნა.
მოთხოვნები
• მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მექანიკოსის პოზიციაზე;
• სხვადასხვა ტიპის ავტომობილებთან მუშაობის გამოცდილება;
• ტექნიკური ცოდნა და პრაქტიკული უნარები;
• პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;
• მომხმარებელთან კომუნიკაციის უნარი;
• პასუხისმგებლობის მაღალი დონე.
პერსონალური უნარ ჩვევები
• კონკურენტულ ანაზღაურებას;
• თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ სამუშაო გარემოს;
• პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
• მეგობრულ და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
• დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ მეილზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე.
თაღლითები უკავშირდებიან განცხადებაზე მითითებულ ნომრებს, თითქოს მათ სურთ ნივთის შეძენა და გამოგზავნა, თანხაზე კი გთხოვენ ბმულზე გადასვლას და ბარათის მონაცემების შევსებას!
ჩვენი რეკომენდაცია:
* არ გახსნათ საეჭვო ბმულები.
* აუცილებლად გადაამოწმეთ ბმული სისწორეზე.
* არ შეიყვანოთ ბარათის მონაცემები, ნომერი, ვადა და კოდი.