Იყიდება მშენებარე 2 ოთახიანი ბინა ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის უკან. ბინა მდებარეობს 44 კვ.მ. ფართზე და განთავსებულია 5-სართულიანი კორპუსის მაღალ პირველ სართულზე. შენობის გარე ფასადი მოპირკეთებულია ტრავენტინის ქვის ფილებით, ხოლო კარფანჯარა აწყობილია ალუმინის ენერგოეფექტური მინაპაკეტით, რაც უზრუნველყოფს მზის სხივების და სითბოს გამტარობის შემცირებას. შენობის სახურავზე დამონტაჟდება მზის პანელები, რაც მას ელექტროენერგიით მოამარაგებს. კორპუსში გათვალისწინებულია ლიფტი და ავტო პარკინგი, სადაც 1 პარკინგის ფასი 10000$-ს შეადგენს. ბინა ჩაბარდება შავი კარკასის მდგომარეობაში, შიდა დატიხვრა შესრულებულია და შესაძლებელი შიდა უპროცენტო განვადება. მშენებლობა დასრულდება 2025 წლის მაისში. ბინის ფასი შეადგენს 56095$.
თაღლითები უკავშირდებიან განცხადებაზე მითითებულ ნომრებს, თითქოს მათ სურთ ნივთის შეძენა და გამოგზავნა, თანხაზე კი გთხოვენ ბმულზე გადასვლას და ბარათის მონაცემების შევსებას!
ჩვენი რეკომენდაცია:
* არ გახსნათ საეჭვო ბმულები.
* აუცილებლად გადაამოწმეთ ბმული სისწორეზე.
* არ შეიყვანოთ ბარათის მონაცემები, ნომერი, ვადა და კოდი.