"გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას რამოდენიმე გამოცდილ მზარეულზე, რომელიც მზად არის იმუშაოს ღამის ცვლაში მთავარ მზარეულად. ახალი თანამშრომელი საკუთარ თავზე აიღებს კერძების რეცეპტების შემუშავებას, გაყიდვების ყოველდღიური გეგმის კონტროლს და მენიუსთვის საჭირო პროდუქტების ნუსხის შედგენას. სამზარეულოს რუტინული მუშაობის და პერსონალის ანალიზის უნარ-ჩვევების მქონე კანდიდატს ვეძებთ, რომელსაც ექნებოდა მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. კანდიდატმა უნდა შეძლოს გუნდურად მუშაობა და იყოს შედეგზე ორიენტირებული.
სამუშაო პირობები მოიცავს 40 საათს კვირაში, დიღომისა და საბურთალოს ლოკაციაზე. კომპანიაში მოქმედებს საათობრივი ანაზღაურება და ეფექტური საბონუსე სისტემა, ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ. სამუშაო ადგილზე ყოფნა აუცილებელია და გამოცდილება მცხობელად ან კონდიტერად ჩაითვლება უპირატესობად.