"ჰანიველ ცემენტი" საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. "ჰანიველ ცემენტი" კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად "ჰანიველ ცემენტი" ბეტონის 15 ქარხანას ითვლის. "ჰანიველ ცემენტი" აცხადებს სტაჟირებას კასპის ცემენტის ქარხანაში ინჟინერ-ინსპექტორის პოზიციაზე მექანიკურ დარგში. სამუშაო ლოკაცია: კასპი, ფარნავაზის ქუჩა N2 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 08:00-17:00 საათი ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
მოვალეობები
• ძირითადი აგრეგატების ინსპექტირება და რეპორტინგი;
• SAP PM სისტემაში აგრეგატების დაზიანებების დროული შეტანა;
• მოახდინოს სათადარიგო მასალების განსაზღვრა და დამატება აგრეგატების მიხედვით SAP PM ბაზაში.
• მარაგების კრიტიკულობის განსაზღვრაში მონაწილეობა;
• Fmea და Rcfa ანალიზის შედგენაში და მათ განხორციელებაში ჩართულობა;
• მონაწილეობა ავარიული მიზეზების გამოვლენაში, მათ აღმოფხვრაში და ავარიული სიტუაციების აცილების ღონისძიებების შემუშავებაში;
• შეკეთებული აგრეგატების კონდინცირების შემოწმება;
• აგრეგატების ყოველდღიური შემოვლა და მდგომარეობის შესაბამის ფორმაში დაფიქსირება;
• კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა;
მოთხოვნები
• უმაღლესი ან პროფესიული განათლება მექანიკის მიმართულების მიმართულებით;
• სასურველია ინგლისური ენის საწყის დონეზე ცოდნა;
• პასუხისმგებლობის გრძნობა;
• გუნდური მუშაობა;
• დეტალებზე ორიენტირებულობა;•
პერსონალური უნარ ჩვევები
• კომპანია უზრუნველყოფს უფასო კვებას;
• ტრენინგებს სამუშაოს კვალიფიციურად შესასრულებლად;
• ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას საუკეთესო პირობებით;
თაღლითები უკავშირდებიან განცხადებაზე მითითებულ ნომრებს, თითქოს მათ სურთ ნივთის შეძენა და გამოგზავნა, თანხაზე კი გთხოვენ ბმულზე გადასვლას და ბარათის მონაცემების შევსებას!
ჩვენი რეკომენდაცია:
* არ გახსნათ საეჭვო ბმულები.
* აუცილებლად გადაამოწმეთ ბმული სისწორეზე.
* არ შეიყვანოთ ბარათის მონაცემები, ნომერი, ვადა და კოდი.