ფილტრი
საქართველო
ძებნა ქალაქების მიხედვით
ძებნა ქალაქების მიხედვით
  • თბილისი
  • აბაშა
  • ვალე
  • ამბროლაური
  • ახალქალაქი
  • ახალციხე
  • ახმეტა
  • ბაღდათი
  • ბათუმი
  • ბოლნისის მუნიციპალიტეტი
  • ბორჯომი
  • ვანი
  • გარდაბანი
  • გორი
  • გურჯაანი
  • დედოფლისწყარო
  • ჯვარი
  • დმანისი
  • დუშეთი
  • ზესტაფონი
  • ზუგდიდი
  • ქარელი
  • კასპი
  • ყვარელი
  • ქობულეთი
  • ქუთაისი
  • ლაგოდეხი
  • ლანჩხუთი
  • მარნეული
  • მარტვილი
  • მცხეთა
  • ნინოწმინდა
  • ოზურგეთი
  • ონი
  • ფოთი
  • რუსთავი
  • საგარეჯო
  • სამტრედია
  • საჩხერე
  • სენაკი
  • სიღნაღი
  • თელავი
  • თერჯოლა
  • თეთრი წყარო
  • ტყიბული
  • ხაშური
  • ხობი
  • ხონი
  • ცაგერი
  • წალენჯიხა
  • წალკა
  • წნორი
  • წყალტუბო
  • ჭიათურა

Ბავშვთა ფსიქოლოგი

ხედი|№77470
შექმნილია: 25 ოქტომბერი
Ბავშვთა ფსიქოლოგი თბილისი - photo 1
გამოცდილება, ფორმატი და სამუშაო გრაფიკი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
გამოცდილება: 1 წლამდე
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
მისამართი: თბილისი
Ჩვენს შესახებ: ჩვენ ვართ რეაბილიტაციის ცენტრი "აი ია", რომელიც მუშაობს სმენის დაქვეითების მქონე ბავშვებთან და მათ ოჯახებთან.

ჩვენი მიზანია ყოველი ბავშვის სრული პოტენციალის განვითარება ინტერდისციპლინური მიდგომით — ცენტრში წარმოდგენილია აუდიო-ვერბალური თერაპია, მეტყველების თერაპია, მუსიკა და არტ თერაპია, ასევე აკადემიური უნარების განვითარების პროგრამები.

ადგილმდებარეობა: ქ, თბილისი, ვაკე.
პოზიცია: ბავშვთა ფსიქოლოგი
დასაქმების ტიპი: ინდივიდუალური კონტრაქტის პირობებით.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
ქცევითი სირთულეების მქონე ბავშვებთან ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა;
ბავშვების სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებაზე მუშაობა;
მშობელთა კონსულტირება და მხარდაჭერა;
თანამშრომლობა ცენტრში მომუშავე სხვა სპეციალისტებთან (AVT, მეტყველების თერაპევტი, არტ/მუსიკა თერაპევტი და სხვა);
ბავშვის განვითარების პროცესის დაკვირვება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ფსიქოლოგიის ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი;
ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
სოციალური და ემოციური უნარების განვითარების თეორიებისა და პრაქტიკული მიდგომების ცოდნა;
მშობლებთან და პროფესიულ გუნდთან თანამშრომლობის უნარი.

აუცილებელი უნარები და პიროვნული თვისებები:
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ემპათია;
მშობლებთან და პროფესიულ გუნდთან თანამშრომლობის უნარი;
დისციპლინირებულობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:
მეგობრულ სამუშაო გარემოს;
პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს;
მოქნილ სამუშაო გრაფიკს.

გისურვებთ წარმატებას და იმედს ვიტოვებთ, რომ გახდებით ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი!

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infoaiiafoundation@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს ან დაგვიკავშირდით მითითებულ საკონტაქტო ნომერზე

სმენადარღვეულ ბავშვთა რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ფონდი "აი ია"თანამშრომელთა შერჩევის პროცესს აწარმოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თანაბარი მოპყრობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის პრინციპების დაცვით.
რეზიუმეს გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის ფარგლებში, დაამუშაოს, შეინახოს და გამოიყენოს თქვენი პერსონალური მონაცემები (CV) არაუმეტეს 12 თვის ვადით - მხოლოდ დასაქმებასთან დაკავშირებული პროცესების წარმართვის მიზნით. მონაცემები მესამე პირს არ გადაეცემა თქვენს წინასწარ თანხმობის გარეშე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ შრომითი ან სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების მიზანს.
ხედი|№77470
შექმნილია: 25 ოქტომბერი
1 ₾
შეტყობინებები 📞 დარეკვა
საქველმოქმედო ფონდი აი ია
ონლაინ იყო 25 ოქტომბერი 22:42
შეფასებები არ არის
მნიშვნელოვანი შეტყობინება

თაღლითები უკავშირდებიან განცხადებაზე მითითებულ ნომრებს, თითქოს მათ სურთ ნივთის შეძენა და გამოგზავნა, თანხაზე კი გთხოვენ ბმულზე გადასვლას და ბარათის მონაცემების შევსებას!

ჩვენი რეკომენდაცია:
* არ გახსნათ საეჭვო ბმულები.
* ⁠აუცილებლად გადაამოწმეთ ბმული სისწორეზე.
* ⁠არ შეიყვანოთ ბარათის მონაცემები, ნომერი, ვადა და კოდი.

მსგავსი განცხადებები
Თავში დაბრუნება