2017 წელს დაარსებული "Communal Company" მყარად დგას ქართულ ბიზნესში და დღეს თბილისის ისტორიულ უბნებში აერთიანებს სხვადასხვა ტიპის სასტუმროებსა და რესტორნებს. საქართველოში ჰოსპითალიტისა და სარესტორნო ინდუსტრიაში მოწინავე კომპანია აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.მზარეულის ძირითადი ვალდებულებები მოიცავს რეცეპტების მიხედვით შეკვეთების ზუსტ შესრულებას, ახალი რეცეპტების შექმნაში მონაწილეობის მიღებას და ჰიგიენის ნორმებისა და Haccp სისტემის დაცვას. დამატებით, აუცილებელია ინვენტარის მართვა, სამუშაო ადგილის უსაფრთხოება და სამზარეულოს გამართული ფუნქციონირება. კანდიდატებისგან მოითხოვება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება და პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად.სამუშაო გრაფიკი არის სრული განაკვეთით თბილისის ტერიტორიაზე. ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად. კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, გაივლიან გასაუბრებას.