Კომპანია „ქონექთი სთორი“ აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე!
ადგილმდებარეობა: თბილისი (აღმაშენებლის ხეივანი — გლდანის ხიდებთან,
ვარკეთილის მეურნეობა), ნატახტარი.
ჩვენ გთავაზობთ:
ანაზღაურება: 1600 ლარი + ბონუსი (ანაზღაურების ზრდა განიხილება
კვალიფიკაციის შესაბამისად);
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 10:00–19:00 (შაბათი და კვირა —
დასვენების დღეები);
კორპორაციული კულტურა და მეგობრული სამუშაო გარემო.
ფუნქცია-მოვალეობები:
მაღაზიაში მიმდინარე საოპერაციო და სავაჭრო პროცესების მართვა და
მონიტორინგი;
თანამშრომელთა გუნდის მართვა;
პროდუქციის რეალიზაციის ზრდაზე ზრუნვა;
პროდუქციის მიღებისა და დასაწყობების პროცესის კონტროლი;
მარაგების მართვა და მათზე მუდმივი მონიტორინგი;
დაგეგმილი აქციების ორგანიზება და შესრულების კონტროლი;
სავაჭრო ობიექტზე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სასურსათო მაღაზიაში მენეჯერულ პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
საოფისე პროგრამების ცოდნა;
პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
სასურველია რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
გუნდური მართვისა და დელეგირების უნარი;
ანალიტიკური და ორგანიზებული აზროვნება;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
დაგეგმვისა და დროის ეფექტური მართვის უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV)
შემდეგ მისამართზე: career@connect.com.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
თაღლითები უკავშირდებიან განცხადებაზე მითითებულ ნომრებს, თითქოს მათ სურთ ნივთის შეძენა და გამოგზავნა, თანხაზე კი გთხოვენ ბმულზე გადასვლას და ბარათის მონაცემების შევსებას!
ჩვენი რეკომენდაცია:
* არ გახსნათ საეჭვო ბმულები.
* აუცილებლად გადაამოწმეთ ბმული სისწორეზე.
* არ შეიყვანოთ ბარათის მონაცემები, ნომერი, ვადა და კოდი.