• მთავარზე
  • ბლოგი
  • ძველი ავტომობილები უფრო საიმედო იყო, ვიდრე ახლა - მითი და სტატისტიკა.

ძველი ავტომობილები უფრო საიმედო იყო, ვიდრე ახლა - მითი და სტატისტიკა.

31.01.2024

აი ადრე მანქანებს აკეთებდნენ ისეთებს საუკუნეს რომ გაუძლებდა! ათწლეულებს ივლიდი ისე რომ არ გაფუჭდებოდა — მხოლოდ ზეთი ცვალე, საბურავები და საწვავი ასხი. მილიონ კილომეტრებს ისე გადიოდნენ რომ შეკეთებასაც არ საჭიროებდა. ახალი მანქანები კი ერთჯერადი გადამუშავებული პლასტმასებია!

ასეთი განცხადებები ხშირია არა მხოლოდ ავტოსერვისებში ან ფორუმის კომენტარებში, არამედ იმ ადამიანებს შორის, რომლებიც შორს არიან საავტომობილო თემებისგან. ანუ ეს ერთგვარი კონსტანტაა რომელიც გამოიყენება დისკუსიებში არგუმენტად ან ხშირად რიტორიკულ კითხვებზე საპასუხდ.

მაგრამ თუ გადავხედავთ განვითარებული კაპიტალისტური ქვეყნების სტატისტიკას, აღმოვაჩენთ რაღაც უცნაურს — გამოდის, რომ ახალი მანქანები არამარტო აღემატება ძველს, არამედ ძირითადი მახასიათებლები, ასევე შესამჩნევად უფრო გამძლეებიცაა.

 

 

დავიწყოთ იმით, რომ ახალი მანქანები თავდაპირველად იმისთვის იწყობა, რომ უფრო დიდხანს იყოს ექსპლუატაციაში, ვიდრე ძველი. ახლა ჩვენ არ ავიღებთ რაიმე განსაკუთრებულ უნიკალურ პრემიუმ კლასის მანქანებს, მოდით ვისაუბროთ, როგორც ამბობენ, სახალხო მანქანებზე.

თუ გახსოვთ იგივე "ჟიგული", ან იმდროინდელი თითქმის ნებისმიერი მანქანა, მაშინ მათ მხოლოდ ხუთი ციფრი ჰქონდათ მექანიკურ ოდომეტრებზე. 99,999 კილომეტრი, ანუ ამდენივე მილი აშშ-ში — და ოდომეტრი მეორე წრისკენ მიემართებოდა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ვერ აღწევდნენ. იშვიათმა მანქანებმა გადალახეს ეს ხაზი, ყოველ შემთხვევაში ცივილიზებულ სამყაროში, სადაც ყოველთვის უფრო ადვილი იყო ახალი მანქანის შეძენა, ვიდრე ძველის სერიოზული შეკეთება. და ეს ბევრად უფრო ადრე სჭირდებოდა, სანამ ამ ნიშნულს მიაღწევდა.

ოცდაათიანი წლების მანქანები მოითხოვდნენ სერიოზულ ჩარევას ძრავში და ტრანსმისიაში უკვე 30-50 ათას კილომეტრზე, ხოლო პერიოდული სერვისი უფრო ხშირად უნდა განხორციელებულიყო. მაგალითად, GAZ-M20 Pobeda-ზე, საჭირო იყო ე.წ. შკვორნების შეზეთვა 500 კმ-ში ერთხელ.

 

 

იმავე ჟიგულებზე სარქველების (ე.წ. კლაპნების) რეგულირება ყოველ 5-10 ათას კილომეტრზე უწევდათ.

ზოგადად, არა მარტო ძველი საბჭოთა მანქანები, არამედ ყველა ძველი მანქანა საჭიროებდა ხშირ მოვლას. ახალი მანქანის რომელ მფლობელს მოაფიქრდება მსგავსი რამ, რომ კაპოტის ქვეშ ცოცვას წელიწადში ერთხელ არა საქარე მინის წყლის დამატების მიზნით?

როგორ გახდა ეს შესაძლებელი? ფაქტია, რომ ინჟინრები მუდმივად აუმჯობესებდნენ ძრავების, ტრანსმისიების, ძარას და სხვა კომპონენტებ. 50-იან წლებში ავტოწარმოებლებმა მოახერხეს მასობრივი წარმოებ "უპრობლემო" გარბენის 60-70 ათას კმ-მდე გაზრდა.

სამოციან წლებში 100,000 მილის (160,000 კმ) მიღწევა მოვლენა იყო. და ამას გაზეთებშიც წერდნენ.

 

 

ამერიკელმა მოქალაქემ 1956 წელს 1755 დოლარად იყიდა ახალი Chevrolet 1500 ექვსცილინდრიანი ძრავით. 6 წლის განმავლობაში 1527$ დაუჯდა სერვისი და შეკეთება (თითქმის მანქანის ფასი!), 1155$ სახელმწიფო გადასახადები და დაზღვევა, 1707$ კი საწვავი. პრობლემები თითქმის მაშინვე დაიწყო — ჩაიშალა აალების სისტემა, გადაცემათა კოლოფი, წინა მუხრუჭები, ცვეთადი ნაწილების გარდა, შეიცვალა აკუმულატორი, აალების დისტრიბუტორი, კარბურატორი, საწვავის ტუმბო, სხვადასხვა საკისრები და ა.შ. ზეთი იცვლებოდა 1500 მილის, ანუ 2400 კმ-ის შემდეგ. და მაინც მოქალაქემ აღნიშნა, რომ Chevy აღმოჩნდა ბევრად უფრო საიმედო ვიდრე მისი წინამორბედი Jaguar!

 

სამოცდაათიან წლებში ტიპიური მანქანის სასიცოცხლო ციკლი ინჟინრებმა გაზარდეს საშუალოდ 100 000 კმ-მდე, ხოლო აშშ-ში — 100 000 მილი, ახლა მანქანების გამოცვლა უფრო იშვიათია ვიდრე მანამდე.

 

 

ოთხმოცდაათიანი წლების მანქანებმა უპრობლემოდ ცდებოდნენ 150000 კმ-ს და მეტი. მაგრამ მხოლოდ 2000-იანების შემდეგ, ყველაზე გავრცელებული, ხელმისაწვდომი, ხალხის მანქანების სასიცოცხლო ციკლი გაიზარდა საშუალოდ 250,000 კმ-მდე.

წლების განმავლობაში, მანქანები არა მხოლოდ უფრო საიმედო გახდა, არამედ სერვისი უფრო და უფრო იშვიათად გახდა საჭირო.

სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ ზეთის შეცვლა ყოველ 5000 კმ-ზე ნორმა იყო, ახლა ევროპული ნორმა უკვე 30000 კმ-ს აღწევს. აშშ-ში Volkswagen-ის მოდელების მომსახურების ინტერვალი არის 15000 მილი, ანუ 24000 კმ. KIA-ს ამერიკული სადილერო გთავაზობთ 15000 კმ ინტერვალს.

როგორ გახდა ეს შესაძლებელი? რა თქმა უნდა, მრეწველობისა და ტექნოლოგიების ყველა სფეროს განვითარების წყალობით. დღეს, მწარმოებლებს, რომლებიც ფართოდ იყენებენ კომპიუტერული მოდელირების მეთოდებს, შეუძლიათ ძალიან სწრაფად დააპროექტონ მანქანა, რომელიც განკუთვნილია გარკვეული მაღალი გარბენისთვის (ჩვეულებრივ 250-350,000 კმ იაფი მანქანებისთვის), და ასეთი მანქანა იქნება ბევრად უფრო ტექნიკურად მოწინავე, უფრო ეკონომიური და უსაფრთხო, ვიდრე მისი წინამორბედები. სწორედ ეს მიდგომა საშუალებას აძლევს მწარმოებლებს დააწესონ 7 და თუნდაც 10 წლიანი საგარანტიო პერიოდი განსაკუთრებული გარბენით. მაგალითად, Kia აშშ-ში აცხადებს 10 წლიან, 100,000 მილის (160,000 კმ) გარანტიას.

 

თითქოს, ეს მაჩვენებელი ბევრადაც არ აღემატება 90-იანი წლების ძრავებს, მაგრამ არის ნიუანსი — გარემოსდაცვითი მოთხოვნები გამკაცრდა, ტესტის ციკლის პირობები უფრო გართულდა. ერთი ტესტის ფარგლებში, მაგალითად, ძრავს აწურინებენ ერთი კვირის განმავლობაში მაქსიმალური სიჩქარით 200 კმ/სთ. ანუ, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ახლა ინჟინრებს შეუძლიათ ისე ზუსტად გამოთვალონ ძრავის და მთლიანად მანქანის აგებულება, რომ მან მიაღწიოს გარკვეულ და საკმაოდ მაღალ გარბენს საკმაოდ მძიმე პირობებში. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ამ ნიშნულს ის ვერ გაცდება.

 

ამრიგად, ირკვევა, რომ ახალი მანქანები არა მხოლოდ საჭიროებს ნაკლებად ხშირ მოვლა-პატრონობას, არამედ შექმნილია უფრო დიდი გარბენისთვის და უფრო მძიმე სამუშაო პირობებისთვის.

 

 

სტატისტიკა ამას სრულად ადასტურებს — მანქანის სიცოცხლის ციკლი მხოლოდ წლების განმავლობაში იზრდება. ეს ნიშნავს, რომ ადამიანებმა დაიწყეს მანქანების შეცვლა უფრო იშვიათად, ვიდრე მანამდე!

 

მაგალითად, ავიღოთ მონაცემები ამერიკის ტრანსპორტის დეპარტამენტიდან, რომელიც ნათლად აჩვენებს, რომ ახალი მანქანების შეძენის ბუმის მიუხედავად, ქვეყანაში მანქანების საშუალო ასაკი ათწლეულების განმავლობაში სტაბილურად იზრდება და ექსპერტების აზრით, ეს, პირველ რიგში, მანქანების სასიცოცხლო ციკლის გაზრდის გამო, გარბენის ჩათვლით, რომელიც მანქანას შეუძლია გადალახოს პირველი სერიოზული ტექნიკური პრობლემების გამოჩენამდე.

 

თუ 1970 წელს სამგზავრო მანქანის სასიცოცხლციკლი საშუალოდ 5.7 წელი იყო, მაშინ 1990 წელს უკვე 2 წლით მეტი გახდა.

 

 

უფრო შორს რომ წავიდეთ, ვხედავთ, რომ უკვე 2012 წელს მანქანის საშუალო ასაკი 11,3 წლამდე გაიზარდა, ანუ ორჯერ მეტი ვიდრე 1965 წელს.

 

 

და ეს იმისდა მიუხედავად, რომ 1960 წელს აშშ-ში ერთი სამგზავრო მანქანის საშუალო წლიური გარბენი იყო 9,5 ათასი მილი (15,200 კმ), ხოლო 2006 წელს — უკვე 12,4 ათასი მილი (19,840 კმ).

 

 

ამრიგად, გამოდის, რომ მანქანის საშუალო გარბენი უტილიზაციამდე იყო 55000 მილი ანუ 87 ათასი კილომეტრი 1970 წელს, შემდეგ 2006 წელს იყო 126500 მილი ანუ 202000 კმ! საწვავის საშუალო მოხმარება შემცირდა 16,4 ლიტრიდან, 10,7 ლიტრამდე 100 კმ-ზე. და ეს იმისდა მიუხედავად, რომ გაიზარდა როგორც ძრავის სიმძლავრე, ასევე მანქანების წონა.

 

ახლა აშშ-ში მანქანის საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა აგრძელებს ზრდას და უკვე მიაღწია 12,1 წელს. დარგის ექსპერტები ამბობენ, რომ ამ ფენომენის მთავარი მიზეზი ის ფაქტია, რომ 20 წლის წინ მანქანები გაცილებით ნაკლებს უპრობლემოდ მუშაობდნენ, ვიდრე ახლა.

 

 

ყოველივე ამას ადასტურებს ADAC ორგანიზაციის მიერ შენახული დაზიანებების და ავარიების ევროპული სტატისტიკა.

 

1995 წელს, ოთხი წლის Mercedes W124-მა აჩვენა 11,8 სერიოზულ დაზიანება 1000 მანქანაზე და 21,5 ექვსი წლის შემდეგ. Audi 100-ისთვის ეს მაჩვენებელი იყო შესაბამისად 14.6 და 27.3. 2021 წელს, ოთხი წლის Mercedes E-Klasse-მ დააფიქსირა 1.8 დაზიანება 1000 მანქანაზე, ხოლო ექვსი წლის ასაკში 13.2. Audi A6-ს აქვს 4.1 და 6.8 დაზიანება. ანუ, რაც შეეხება წარუმატებლობის სტატისტიკას, ახალი მანქანები კვლავ საგრძნობლად უფრო სანდო აღმოჩნდება, ვიდრე წინა.

 

და, რა თქმა უნდა, ახალი მანქანები ბევრად უფრო უსაფრთხოა.

 

ტექნიკური ევოლუციის წლების განმავლობაში, მანქანები ბევრად უკეთესად იცავდნენ მძღოლებს, მგზავრებს და ფეხით მოსიარულეებსაც კი. ახლა არის უსაფრთხოების ღვედები და აირბალიშები, პროგრამირებადი დეფორმაციის ზონები, მაღალი სიმტკიცის ფოლადები — შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ სიჩქარე იზრდება, თქვენ გაქვთ ბევრად მეტი შანსი, გადარჩეთ ავარიაში, ვიდრე ოდესმე.

 

დარწმუნებული ვარ, რომ გინახავთ ეს ვიდეო — იაფი Chevrolet Malibu 2009 პირდაპირ ეჯახება ორმოცდაათიანი წლების "ანალოგს" – 1959 წლიან Chevy Bel Air-ს. შედეგი საკმაოდ სამწუხაროა მათთვის, ვინც იშვიათობაში იჯდა.

ეს არის საზოგადოებისა და ავტომწარმოებლების წარმატებული ბრძოლის აშკარა შედეგი მანქანის უსაფრთხოებისთვის. მაგრამ ვიდეო ატვირთულია 2014 წელს და მას შემდეგ უსაფრთხოების სტანდარტები კიდევ უფრო გამკაცრდა და ახალი მანქანები იძულებულნი არიან შეასრულონ ისინი, რათა წარმატებული იყვნენ აშშ-სა და ევროპაში.

 

კიდევ ერთი მსგავსი ტესტი, 2016 წლის Nissan Versa სრულიად ახალი დანამორბედი, Nissan Tsuru-ს წინააღმდეგ მექსიკის ბაზრისთვის, მანქანის დიზაინი ოთხმოცდაათიანი წლებით თარიღდება:

ამრიგად, გამოდის, რომ თანამედროვე ახალი მანქანები რეალურად უფრო დიდხანს ძლებენ, ვიდრე ძველი, ისინი უკეთესად არიან აღჭურვილი (მულტიმედია და ა.შ.) და, რაც მთავარია, უკეთ გიცავთ ნებისმიერი შეჯახებისას. არ დაივიწყოთ ელექტრონული დამხმარეები, მაგალითად, ESP სისტემა და ავტომატური დამუხრუჭება დაბრკოლებამდე — ეს ყველაფერი ასევე ხდის უფრო უსაფრთხო მანევრირებას.

 

რა თქმა უნდა, ყოველივე ზემოაღნიშნული არანაირად არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ზოგიერთ ძველ მანქანას შეეძლო ასობით ათასი კილომეტრის გავლა, ხოლო ზოგიერთი ახალი შეიძლება მოკვდეს წარმოების დეფექტის გამო სალონიდან გამოყვანის ერთი კვირის შემდეგ. პირადად ვარ შემსწრე როცა სრულად ცოცხალი 10 წლის Land Rover Discovery 4, 560 000 კმ გარბენით (მანქანა შეიძინეს 130 მილი, ასე რომ იყო თუ არა კაპიტალი რემონტი უცნობია) და 1998 წლის TLC. 100 ნაყიდია ახალი მაღალი გარბენით (800k), მაგრამ 2UZ ძრავის ორი გამოცვლის ისტორიით.

 

თქვენ ასევე უნდა გესმოდეთ, რომ ახალი მანქანების საიმედოობა სულაც არ ნიშნავს უკეთეს შენარჩუნებას, რადგან ახალი მანქანები ტექნიკურად უფრო რთულია, ვიდრე წინა და ძალიან ტექნოლოგიურია — რაც გულისხმობს, უპირველეს ყოვლისა, ქარხნის აწყობის ღირებულების მინიმუმამდე შემცირებას. და არა შეკეთების სიმარტივე (უფრო პირიქით). ანუ, იმ სიტუაციაში, როდესაც ფინანსური მიზეზების გამო, თქვენ უნდა მართოთ მანქანა, რომელმაც დიდი ხანია ამოწურა როგორც მისი მომსახურების ვადა, ასევე ინჟინრების მიერ დაწესებული რესურსი და თავად შეაკეთოთ იგი, უფრო მომგებიანი იქნება ძველი მანქანის შეკეთება. რაც შეიძლება მარტივი კონსტრუქციით, თუ მისთვის საჭირო სათადარიგო ნაწილებია ხელმისაწვდომი. მაგრამ ეს მარტივად რომ ვთქვათ გადარჩენაა.

 

რა მოხდება შემდეგ იმავე ცივილიზებულ სამყაროში, სადაც ბევრი ექსპერტის აზრით, შიდა წვის ძრავის ტექნოლოგიებმა ამჟამად ტექნოლოგიურ ზღვარს მიაღწია?

 

 

უპირველეს ყოვლისა, საუბარია ელექტრომობილებზე გადასვლაზე. ჩვეულებრივი ელექტრომობილის სასიცოცხლო ციკლი ადვილად შეიძლება იყოს უფრო მაღალი, ვიდრე მსგავსი მანქანის შიდა წვის ძრავით, ანუ, მაგალითად, 400-450 ათასი კილომეტრი ან მეტიც. ამას ადასტურებს ტესლას მანქანების ტაქსებში გამოყენება. თუმცა, ამ დროისთვის მათი სრული სასიცოცხლო ციკლი შემოიფარგლება ძირითადად ბატარეის ხანგრძლივობით, რაც შეადგენს 8-10 წელს, საშუალო გარბენით დაახლოებით 13 ათასი წელიწადში.

 

ძვირფასო მკითხველებო — ეთანხმებით თუ არა, რომ ახალი მანქანები ბევრად უფრო საიმედო გახდა, ვიდრე ძველი? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება და მოსაზრებები კომენტარებში!

Comments: 0
Log In or Sign In to leave comment.
Თავში დაბრუნება