ცნობილია, რომ საქართველო, თავისი თვალწარმტაცი ბუნებითა და მდიდარი ბუნებრივი რესურსებით, გეოგრაფიული საგანძურია. ქვეყანა გამოირჩევა, საუცხოო კლიმატით, ჰავით, ლანდშაპტითა და წყლის რესურსებით. სწორედ ამ ბუნებრივმა მრავალფეროვნებამ განაპირობა კურორტების სიმრავლეც. თუ ეძებ თავგადასავალს მთებში, დასვენებას, სუფთა ჰაერს, სხვადასხვა სარელაქსაციო, გამაჯანსაღებელ თუ სამკურნალო პროცედურას ამ ყველაფრის პოვნას ერთ ადგილას მარტივად შეძლებ.
საქართველოში საკურორტი ზონები კარგად არის ათვისებული. აქ მრავლადაა სასტუმროები და დასასვენებელი ადგილები, სადაც ზემოთ ჩამოთვლილი სერვისების მიღებას შეძლებ. ჩვენი მიზანია, რამდენიმე მათგანის შესახებ მოგიყვეთ და უკეთ გაგაცნოთ ესა თუ ის მხარე, იქ არსებული სასტუმროები და კომპლექსები, ამასთან ერთად, გესაუბროთ იმ სარგებელზე რაც თითოეულისგან შეგიძლიათ, რომ მიიღოთ.
პირველ რიგში მოგიყვებით “ქვიშხეთის” შესახებ. ეს არის ზღაპრული კურორტი, რომელიც შიდა ქართლის მხარეში, კერძოდ ხაშურის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 750 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. რითი არის ეს კურორტი გამორჩეული? ეს ადგილი სამი მხრიდან მთებით არის შემოსაზღვრული, სადაც ზღვიდან წამოსული ნოტიო ჰავა და მთის ჰაერი ერთმანეთს ერწყმის და იქმნება უნიკალური ჰავა, რომელსაც აქვს სამკურნალო თვისებები, ამასთან ერთად, კურორტზე შეხვდებით მინერალურ წყლებს, რომლებიც ასევე გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით. კურორტი განსაკუთრებით კარგია ბავშვებისთვის, რომლებსაც აწუხებთ სასუნთქის გზების დაავადებები. გარდა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებისა, კურორტი მდიდარია წიწვოვანი და შერეული ტყეებით, რაც თვალწარმტაც ხედებსა და შესანიშნავ დასასვენებელ გარემოს ქმნის და რაც მთავარია ყველაფერი ეს მეტად შეიგრძნობა ქართული ტრადიციული კერძების და ღვინის თანხლებით. ამასთან ერთად ქვიშხეთში არაერთი უძველესი კულტურული ძეგლია, რომლის მონახულებასაც შეძლებთ. კურორტზე მრავალი პატარა თუ დიდი სასტუმრო, კოტეჯები და სხვადასხვა დასასვენებელი ადგილებია. აქ შეგიძლიათ იპოვოთ სასტუმრო მცირე ბიუჯეტითაც და პირიქით.
გადავწყვიტეთ ერთ-ერთი გამორჩეული სასტუმრო “მწერლები” გაგაცნოთ, რომელიც გთავაზობთ, ფასთან შესაბამისს, ხარისხიან მომსახურებას. რატომ სახელწოდება “მწერლები”? ეს ამბავი კიდევ უფრო ჯადოსნურს და დასამახსოვრებელს ხდის ამ ადგილს. სწორედ აქ, ქვიშხეთში, მდებარეობს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურის, დიმიტრი ყიფიანის, სახლ-მუზეუმი. თურმე ამ ადგილს ხშირად სტუმრობდნენ ისეთი მწერლები, როგორებიც არიან ილია ჭავჭავაძე, გალაკტიონ ტაბიძე, კონსტანტინე გამსახურდია, გურამ დოჩანაშვილი და სხვები. სწორედ ეს ადგილი გამხდარა მუზა აკაკი წერეთლის “განთიადისა”. ამიტომ დაარქვეს სასტუმროს “მწერლები”. Სასტუმროს დამფუძვნებლებს სურდათ, რომ არ დაეკარგათ ეს მოგონებები, და შეენარჩუნებინათ ის ღირებულებები რასაც ეს ადგილი ინახავს. ამიტომაც შექმნეს კომპლექსი, რომელიც აერთიანებს, ისტორიას, დასვენებას, სილამაზეს და ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან ატრიბუტებს.
Მიმზიზვდელ ინფრასტრუქტურასთან ერთად სასტუმრო გამოირჩევა კომფორტული ნომრებით, როგორც შიდა ისე გარე საცურაო აუზით, აქვთ ასევე სპა მომსახურება. Სხვა სერვისებს რაც შეეხება სასტუმროში არის ბავშვთა სივრცე, სადაც პატარებს შეუძლიათ, რომ დრო ხალისიანად გაატარონ. ასევე, გართობის მოყვარული დამსვენებლებისთვის, ფუნქციონირებს ღამის კლუბი. Სასტუმრო “მწერლებს” უამრავი დადებითი გამოხმაურება აქვს დამსვენებლებისგან. აღსანიშნავია ისიც, რომ დიდი მოწონება დაიმსახურა სასტუმროს სამზარეულომ და მათ მიერ მომზადებულმა კერძებმა. საბოლოოდ, ეს კურორტი და აქ არსებული სასტუმროები/დასასვენებელი ადგილები სასიამოვნო გამოცდილებას გვპირდება. აქ ერთბაშად შეგიძლიათ მიიღოთ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო მომსახურება, დასვენება, გართობა და თავგადასავლები.