იყიდება (შესაძლოა მთლინად გაქირავებაც) 3 ვარსკვლავიანი სასტუმრო „Four Brothers“. ის ფუნქციონირებს 2016 წლის მაისიდან. მდებარეობს ქალაქის ისტორიულ ცენტრში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, მეტეხის კლდეზე. სასტუმროს ადგილმდებარეობიდან გამომდინარე იგი მოთხოვნადია, როგორც ძველი თბილისის დათვალიერების მოსურნე ტურისტებისთვის, ისე ქალაქში საქმიანი მივლინებით მყოფი ვიზიტორებისთვის. შენობა-ნაგებობა არის - სრული სამი სართული, მეოთხე ნახევრად-სარდაფში განთავსებულია სასადილო, ხოლო ზედა სართულზე მდებარეობს ღია ვერანდა. მიწის ნაკვეთის ფართი 182 კვ.მ -ია, ხოლო მთლიანი შენობის საერთო ფართია 470 კვ.მ (მათ შორის I სართული - 122.12 კვ.მ , II სართული - 122.24 კვ.მ, მანსარდა - 66 კვ.მ , ტერასა - 50.92 კვ.მ, ნახევარსარდაფი - 108.56 კვ.მ) სასტუმროს აქვს 13 ნომერი : • სტანდარტული ორსაწოლიანი ნომერი - 4 • ორადგილიანი ნომერი - 4 • საოჯახო ნომერი - 1 • ორადგილიანი ნომერი აივნით - 2 • ბიუჯეტური ოთახი - 2 მის.: თბილისი, ფერისცვალების ქუჩა #3 საკადასტრო კოდი: 01.17.01.113.005