Იყიდება სარემონტო, ძველი აშენებული სახლი სოფელ მაღლაკში, რომელიც დუქნებიდან 4, 5 კმ-ით და ქუთაისიდან 9 კმ-ით არის დაშორებული. სახლი დამოუკიდებელია და ორი სართულით გამოირჩევა. საერთო ფართი 222 მ²-ია, ხოლო ეზოს ფართი 6550 მ². სახლის სამშენებლო მასალად გამოყენებულია ტუფის ბლოკი, სართულებს შორის გაპოლილი ბალკებით, შემდეგ პოიასით შეკრული სახურავი რაც შიფერით არის გადახურული. ნაწილობრივ შეფუთულია ალუმინის ჟეშტით. პირველ სართულზე მდებარეობს სტუდიოს ტიპის მისაღები სამზარეულო, 2 საძინებელი, მარანი, სველი წერტილი და დიდი აივანი. მეორე სართულზე განთავსებულია დიდი მისაღები ოთახი, 2 საძინებელი და დიდი ვერანდა. ეზოში განთავსებულია პარნიკი და საჩითილე, ჭა, საქეიფო ფაცხა, საქონლის ბაგა და საღორე. ეზოში გაშენებულია ხეხილი. სახლს გააჩნია ყველა საჭირო კომუნიკაცია: ინტერნეტი, ბუნებრივი აირი, ცხელი წყალი (გაზის გამაცხელებელი), ელექტროობა და წყალი. ქუთაისიდან ყოველ 1 საათში მიკროავტობუსი მიდის. შეთავაზება საბანკო გირაოსა და ლომბარდზე არ არის დამოკიდებული. ეს არის იდეალური ადგილი მათთვის, ვინც კომფორტს და სიმშვიდეს ეძებს ქალაქთან ახლოს.
თაღლითები უკავშირდებიან განცხადებაზე მითითებულ ნომრებს, თითქოს მათ სურთ ნივთის შეძენა და გამოგზავნა, თანხაზე კი გთხოვენ ბმულზე გადასვლას და ბარათის მონაცემების შევსებას!
ჩვენი რეკომენდაცია:
* არ გახსნათ საეჭვო ბმულები.
* აუცილებლად გადაამოწმეთ ბმული სისწორეზე.
* არ შეიყვანოთ ბარათის მონაცემები, ნომერი, ვადა და კოდი.