კომუნიკაციები:
ელექტროობა, გაზი, კანალიზაცია, გათბობა
დასვენებისთვის:
აბანო ან საუნა
მიწის კატეგორია:
ინდივიდუალური საცხოვრებლის მშენებლობა
იყიდება 2-სართულიანი კერძო სახლი ქალაქის ცენტრში, მეტეხიდან არც ისე შორს, ტურისტულად აქტიურ ზონაში, მეფე სოლომონ ბრძენის ქუჩაზე, მეტეხის გალავნის მიმდებარედ. მიწის ნაკვეთის საერთო ფართობია 187 მ2, რომელზეც აშენებულია 2-სართულიანი სახლი, საერთო ფართობით 160 მ2, სახლს აქვს დამატებითი მიწისქვეშა სართული (სარდაფი), მაღალი ჭერით და შიდა კიბით, სახლი გარემონტებულია და მზადაა საცხოვრებლად, სახლი ამჟამად გაქირავებულია Booking-სა და Airbnb-ზე, საშუალო დღიური შემოსავლით 150 აშშ დოლარი. სახლის აღწერა; სართული 1; 1 მისაღები ოთახი, 2 საძინებელი, 1 სველი წერტილი, 1 სამზარეულო + სასადილო ოთახი, 1 კიბე + შესასვლელი კარი სარდაფში. სართული 2; 2 ნათელი საძინებელი, 2 იდენტური სველი წერტილი, 2 აივანი ნარიყალასა და ძველი თბილისის ხედით, 1 ჰოლი. სართული 0; სარდაფი, 20 მ2, მაღალი ჭერით, იდეალურია სათავსოდ. სახლს აქვს ამაღლებული ტერასული ეზო, საიდანაც იშლება მტკვრისა და ძველი თბილისის ხედი. ეზო შემოღობილია მეტეხის გალავნითა და კოშკით. სახლი მდებარეობს სასტუმროს ტერიტორიაზე და იზიდავს ტურისტებს, იდეალურია როგორც საცხოვრებლად, ასევე ბიზნესისთვის. ადგილი საკმაოდ მყუდრო და წყნარია, ახლოს არის კაფეები, ბარები, რესტორნები, მაღაზიები, აფთიაქები, ბანკები, ოფისები, ავლაბრის მეტროსადგური, ასევე რიყის პარკი და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები. მერიაში წარდგენილია და დამტკიცებულია მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობის პროექტი, რომელიც სახლთან გაივლის. გარდა ამისა, ამ ტერიტორიაზე ბევრი საინტერესო პროექტია დაგეგმილი. ყველა კითხვის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მითითებულ ტელეფონის ნომერზე, ასევე WhatsApp-სა და Telegram-ზე. +995599944994
ხედი|№72559
შექმნილია: 13 ივლისი