Შპს „ნიკორა“ აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე
ხედი|№76721 შექმნილია: 14 ოქტომბერი 2025
პროფესია:დასუფთავების თანამშრომელი
გამოცდილება, ფორმატი და სამუშაო გრაფიკი
სამუშაო გრაფიკი:ნახევარი განაკვეთი
გამოცდილება:1 წლამდე
სამუშაო ფორმატი:ადგილზე
განმთავსებელი:კომპანია
მისამართი:თბილისი
Სს „ნიკორას“ შვილობილი კომპანია შპს „ნიკორა“ აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე ხორც- პროდუქტებისა და ნახევარფაბრიკატების საწარმოში:
პირობები:
სამუშაო გრაფიკი: რამდენიმე ცვლა
I - 09:00 -15:00სთ;
II - 12:00 - 18:00სთ;
III - 15:00 - 21:00სთ;
IV - 18:00 - 00:00სთ;
ადგილმდებარეობა: თბილისი, ნაძალადევის რაიონი
კვებასა და ღამის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია. ასევე დამატებით თანამშრომელს გადაეცემა 250 ლარიანი ახალი სატრანსპორტო/სამგზავრო ბარათი.
ანაზღაურება: 1100-1200
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
წარმოების მასშტაბით, მის პასუხისმგებლობაში არსებულ ტერიტორიაზე ჰიგიენურ-სანიტარული
ნორმების დაცვა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
საწარმოო ტერიტორიაზე შიდა კიბეების, მაგიდების, თაროების, იატაკების, კედლების დასუფთავება, მორეცხვა და დეზინფექცია;
სანიტარული გამტარის, წარმოების უბნებისა და სველი წერტილების სადეზინფექციო ხსნარებითა და საპნით მომარაგება;
ცხაურებისა და მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება და ნარჩენებისგან გათავისუფლება, საწარმოო ტერიტორიიდან ნაგვისა და ნარჩენების რეგულარული გატანა, ურნების დაცლა და პარკების გამოცვლა;
სამუშაოს დასრულების შემდეგ სამუშაო ადგილისა და გამოყენებული ინვენტარის დასუფთავება;
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა (ქუდის, ხელთათმანის, სამუშაო ფორმის ტარება);
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
სადეზინფექციო ხსნარებთან მუშაობის შესაძლებლობა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
პუნქტუალური;
შრომისმოყვარე;
ენერგიული;
მოწესრიგებული და ორგანიზებული.
თაღლითები უკავშირდებიან განცხადებაზე მითითებულ ნომრებს, თითქოს მათ სურთ ნივთის შეძენა და გამოგზავნა, თანხაზე კი გთხოვენ ბმულზე გადასვლას და ბარათის მონაცემების შევსებას!
ჩვენი რეკომენდაცია:
* არ გახსნათ საეჭვო ბმულები.
* აუცილებლად გადაამოწმეთ ბმული სისწორეზე.
* არ შეიყვანოთ ბარათის მონაცემები, ნომერი, ვადა და კოდი.