Თბილისში დაცვის სამსახური აცხადებს ვაკანსიას ოპერატიული თანამშრომლის პოზიციაზე. პოზიცია შესაფერისია 3 წლამდე გამოცდილების მქონე პირებისთვის, რომელთაც აინტერესებთ სამუშაო ადგილზე მორიგეობა. ანაზღაურება თვეში შეადგენს 900 ლარს, რაც მოიცავს 10 მორიგეობას. მოვალეობებში შედის საგანგაშო სიტუაციებზე სწრაფი და ადეკვატური რეაგირება, ობიექტებზე მცველების საქმიანობის კონტროლი და დაკისრებული ფუნქციების უმაღლესი პასუხისმგებლობით შესრულება. აუცილებელია მართვის მოწმობის ქონა და თბილისის ქუჩების კარგი ცოდნა. სამუშაო გრაფიკი ითვალისწინებს მორიგეობას 24 საათიანი ცვლაში ყოველ მესამე დღეს. დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ გასაუბრება ყოველდღე 10:00-18:00 საათამდე კოსტავას ქუჩაზე, ტექნიკური უნივერსიტეტის შენობათა ეზოში.
თაღლითები უკავშირდებიან განცხადებაზე მითითებულ ნომრებს, თითქოს მათ სურთ ნივთის შეძენა და გამოგზავნა, თანხაზე კი გთხოვენ ბმულზე გადასვლას და ბარათის მონაცემების შევსებას!
ჩვენი რეკომენდაცია:
* არ გახსნათ საეჭვო ბმულები.
* აუცილებლად გადაამოწმეთ ბმული სისწორეზე.
* არ შეიყვანოთ ბარათის მონაცემები, ნომერი, ვადა და კოდი.