Სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" 2006 წ. შეიქმნა და უკვე 19 წელია, რაც საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე ფუნქციონირებს.
ამჟამად, "პეპელა" სათამაშოების ბიზნეს სექტორში ერთ-ერთი მსხვილი და წარმატებული კომპანიაა და მომხმარებელს სთავაზობს როგორც ევროპულ, ასევე საერთაშორისო ბრენდების ფართო ასორტიმენტს.
დღეს, "პეპელა" 28 საფირმო მაღაზიას აერთიანებს. იგი სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია, მათ შორის: Clementoni, lego, Dream Makers, Mattel, Bruder, Papo და ა.შ.
პოზიცია: კონსულტანტი
სამუშაო გრაფიკი: სრული (ცვლებში)
ადგილმდებარეობა: ბათუმი, გრანდ მოლი
ჩვენთან გელოდებათ:
კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
კომფორტული სამუშაო გარემო;
ფასდაკლების კორპორაციულ ბარათს;
ჯანმრთელობის დაზღვევა;
და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიციირება.
ძირითადი მოვალეობები:
მომსახურების კორპორაციული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება;
პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგების უზრუნველყოფა;
სალარო აპარატთან მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
გამოცდილების გარეშე (ადგილზე მოხდება შესწავლა);
მნიშვნელოვანია მომხმარებელთან კომუნიკაციის უნარი.
რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი CV ელფოსტაზე: hr@pepela.ge და სათაურში
ხაზში მიუთითოთ პოზიციის სათაური (კონსულტანტი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
თაღლითები უკავშირდებიან განცხადებაზე მითითებულ ნომრებს, თითქოს მათ სურთ ნივთის შეძენა და გამოგზავნა, თანხაზე კი გთხოვენ ბმულზე გადასვლას და ბარათის მონაცემების შევსებას!
ჩვენი რეკომენდაცია:
* არ გახსნათ საეჭვო ბმულები.
* აუცილებლად გადაამოწმეთ ბმული სისწორეზე.
* არ შეიყვანოთ ბარათის მონაცემები, ნომერი, ვადა და კოდი.