ვეძებთ თანამშრომელს, რომელიც იზრუნებს სამუშაო სივრცის სისუფთავესა და კომფორტზე, უზრუნველყოფს ჰიგიენის მაღალ სტანდარტს და ხელს შეუწყობს ცენტრის სტუმრებისთვის სასიამოვნო გარემოს შექმნას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
ოფისისა და სამუშაო სივრცის ყოველდღიური დალაგება;
კაბინეტების, დერეფნების, სველი წერტილების და საერთო სივრცეების სისუფთავის უზრუნველყოფა.
მოთხოვნები:
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და მოწესრიგებულობა;
სისუფთავისადმი ყურადღება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
პუნქტუალურობა.
სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო განაკვეთი, შესაძლებელია სამუშაო დროის შეთანხმება.
ადგილმდებარეობა: ილია ჭავჭავაძის გამზირი N33ა.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 24 ნოემბერი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr.ibclinic@gmail.com ან დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კომპანიის მიერ, საქართველოს კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მონაცემების დამუშავების მიზანია თქვენი კანდიდატურის შეფასება მიმდინარე ან სამომავლო
ვაკანსიებისთვის. ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში.
თაღლითები უკავშირდებიან განცხადებაზე მითითებულ ნომრებს, თითქოს მათ სურთ ნივთის შეძენა და გამოგზავნა, თანხაზე კი გთხოვენ ბმულზე გადასვლას და ბარათის მონაცემების შევსებას!
ჩვენი რეკომენდაცია:
* არ გახსნათ საეჭვო ბმულები.
* აუცილებლად გადაამოწმეთ ბმული სისწორეზე.
* არ შეიყვანოთ ბარათის მონაცემები, ნომერი, ვადა და კოდი.