გამოცდილება:
გამოცდილების გარეშე
მისამართი:
თბილისი
"ნიკორა ჯგუფი" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად,
ჰოლდინგში 10000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.
სს „ნიკორას“ შვილობილი კომპანია შპს „ნიკორა“ აცხადებს ვაკანსიას გაყინული ნედლეულის საწყობის მუშის პოზიციაზე:
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
ინვენტარის (დანები, მაგიდები) სამუშაო პროცესისთვის მომზადება;
გარედან მიღებული ნედლეულის ჩამოცლა, აწონვა და დასაწყობება უშუალო ხელმძღვანელთან ერთად;
საწყობიდან გადმოტანილი ზეთის ყუთებიდან ამოლაგება და საწარმოო ტერიტორიაზე დასაწყობება;
ზედმეტი ყუთების გარე ტერიტორიაზე დასაწყობება, საჭიროებისამებრ დასუფთავების უბნისთვის გასარეცხად მიწოდება;
სამუშაოზე არსებული ხარვეზებისა თუ შეფერხებისარსებობის შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
საკუთარი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
საშუალო განათლება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
ფიზიკურად მუშაობის უნარი;
პასუხისმგებლობის გრძნობა;
დეტალებზე ორიენტირებულობა.
პირობები:
სამუშაო გრაფიკი: დღეგამოშვებით 08:00-17:00, დასვენების დღე - შაბათი;
ადგილმდებარეობა: თბილისი, ნაძალადევის რაიონი;
კომპანია თანამშრომელს გადასცემს 250 ლარიან ახალ სატრანსპორტო/სამგზავრო ბარათს და უზრუნველყოფს კვებით.
თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: jobs@nikora.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება, ან დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცვას პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება შპს ნიკორა ს/კ 400132183 და უფლებამოსილი პირის - სს “ნიკორას” ს/კ 200050675 (რეგისტრირებული მისამართი: ქ. თბილისი ალექსანდრე მრევლიშვილის ქ. #2) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.
ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გაცნობა, ასლის მიღება, მცდარი არაზუსტი მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, ასევე მონაცემთა გადატანა, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ არ არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძველი, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე contact@nikora.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით შპს ნიკორა ს/კ 400132183 იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2.
შპს ნიკორა ს/კ 400132183 კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
ხედი|№77625
შექმნილია: 29 ოქტომბერი