Საწყობის თანამშრომელი - ფოთი 1 100 ₾
ფილტრი
საქართველო
ძებნა ქალაქების მიხედვით
ძებნა ქალაქების მიხედვით
  • თბილისი
  • აბაშა
  • ვალე
  • ამბროლაური
  • ახალქალაქი
  • ახალციხე
  • ახმეტა
  • ბაღდათი
  • ბათუმი
  • ბოლნისის მუნიციპალიტეტი
  • ბორჯომი
  • ვანი
  • გარდაბანი
  • გორი
  • გურჯაანი
  • დედოფლისწყარო
  • ჯვარი
  • დმანისი
  • დუშეთი
  • ზესტაფონი
  • ზუგდიდი
  • ქარელი
  • კასპი
  • ყვარელი
  • ქობულეთი
  • ქუთაისი
  • ლაგოდეხი
  • ლანჩხუთი
  • მარნეული
  • მარტვილი
  • მცხეთა
  • ნინოწმინდა
  • ოზურგეთი
  • ონი
  • ფოთი
  • რუსთავი
  • საგარეჯო
  • სამტრედია
  • საჩხერე
  • სენაკი
  • სიღნაღი
  • თელავი
  • თერჯოლა
  • თეთრი წყარო
  • ტყიბული
  • ხაშური
  • ხობი
  • ხონი
  • ცაგერი
  • წალენჯიხა
  • წალკა
  • წნორი
  • წყალტუბო
  • ჭიათურა

Საწყობის თანამშრომელი - ფოთი

ხედი|№77465
შექმნილია: 25 ოქტომბერი
Საწყობის თანამშრომელი - ფოთი თბილისი - photo 1
გამოცდილება: გამოცდილების გარეშე
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
მისამართი: თბილისი
Კომპანია „ნიკორა“ 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით “ნიკორა ჯგუფი“ წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს
სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. „ნიკორა ჯგუფი“ არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. "ნიკორა ჯგუფი" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 10000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სს „ნიკორას“ შვილობილი კომპანია შპს „პარტნიორი“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე

ადგილმდებარეობა: ქ. ფოთი, მე-7 კილომეტრის დასახლება
გრაფიკი : 3 დღეში ერთხელ 18 საათიანი ცვლა (17:00 საათიდან მეორე დღის 11:00 საათამდე).
ანაზღაურება: 1100 ლარი + ბონუსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
საწყობში მიღებული პროდუქციის ზედნადების მიხედვით მითვლა და დასაწყობება;
ზედნადების შესაბამისად პროდუქციის დისტრიბუციისთვის მომზადება და შეკვეთების აწყობა;
გამზადებული შეკვეთების დისტრიბუციისთვის მითვლა და მიწონვა;
საწყობის აღწერის პროცესში აქტიური ჩართულობა კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
საშუალო განათლება;
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
გუნდური მუშაობის უნარი;
ფიზიკური მუშაობის შესაძლებლობა;
პასუხისმგებლობის გრძნობა;
დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
დეტალებზე ორიენტირებულობა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომრებზე.
თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ გაეცანით ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ და შემდეგ გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: jobs@nikora.ge სათაურის ველში
გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება შპს პარტნიორის ს/კ 400132192 და უფლებამოსილი პირის - სს “ნიკორას” ს/კ 200050675 (რეგისტრირებული მისამართი: ქ. თბილისი ალექსანდრე მრევლიშვილის ქ. #2) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.
ამასთანავე, გაცნობებთ, რომ :პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გაცნობა, ასლის მიღება, მცდარი არაზუსტი მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, ასევე მონაცემთა გადატანა, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ არ არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძველი, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე contact@nikora.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით შპს პარტნიორის ს/კ 400132192 იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2.
შპს პარტნიორი ს/კ 400132192 კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
ხედი|№77465
შექმნილია: 25 ოქტომბერი
1 100 ₾
შეტყობინებები 📞 დარეკვა
პარტნიორი
ონლაინ იყო 25 ოქტომბერი 22:26
შეფასებები არ არის
მნიშვნელოვანი შეტყობინება

თაღლითები უკავშირდებიან განცხადებაზე მითითებულ ნომრებს, თითქოს მათ სურთ ნივთის შეძენა და გამოგზავნა, თანხაზე კი გთხოვენ ბმულზე გადასვლას და ბარათის მონაცემების შევსებას!

ჩვენი რეკომენდაცია:
* არ გახსნათ საეჭვო ბმულები.
* ⁠აუცილებლად გადაამოწმეთ ბმული სისწორეზე.
* ⁠არ შეიყვანოთ ბარათის მონაცემები, ნომერი, ვადა და კოდი.

მსგავსი განცხადებები
Თავში დაბრუნება