"ნიკორა ჯგუფი" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 10000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.
სს „ნიკორას“ შვილობილი კომპანია შპს „ნიკორა“ აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების სპეციალისტის
პოზიციაზე სამზარულოში.
სამუშაო ადგილი: ნაძალადევი, ალ. მრევლიშვილის #2
სამუშაო ანაზღაურება: 1100 ლარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
სამზარეულოს და სასადილოს ტერიტორიის სისუფთავის უზრუნველყოფა და სხვა სამუშაო პროცესებში ჩართულობა;
საჭიროებისამებრ ნედლეულის მომზადების პროცესში უშუალო ჩართულობა დასუფთავების ნაწილში (მაგ: გაფრცქვნა);
გამოყენებული ინვენტარის და ჭურჭლის რეცხვა;
გარეცხილი ინვენტარის და ჭურჭლის შესაბამის ადგილზე დალაგება;
სასადილოს და სამზარეულოს ტერიტორიების დასუფთავება (იატაკები, მაგიდები);
სამუშაო პროცესების შეფერხების, ხარვეზების არსებობის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
სამუშაოს დასრულების შემდეგ სამუშაო ადგილისა და გამოყენებული ინვენტარის დასუფთავება;
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა (ქუდის, ხელთათმანის, სამუშაო ფორმის ტარება);
საკუთარი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
საშუალო განათლება;
სასურველია სამუშაო გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
გუნდური მუშაობის უნარი;
ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარი;
დეტალებზე ორიენტირებულობა
სისწრაფე და მოქნილობა;
სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
პირობები:
კვებას უზრუნველყოფს კომპანია.
თანამშრომელს გადაეცემა 250 ლარიანი ახალი სატრანსპორტო/სამგზავრო ბარათი.
გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: jobs@nikora.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება / ან დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.
თაღლითები უკავშირდებიან განცხადებაზე მითითებულ ნომრებს, თითქოს მათ სურთ ნივთის შეძენა და გამოგზავნა, თანხაზე კი გთხოვენ ბმულზე გადასვლას და ბარათის მონაცემების შევსებას!
ჩვენი რეკომენდაცია:
* არ გახსნათ საეჭვო ბმულები.
* აუცილებლად გადაამოწმეთ ბმული სისწორეზე.
* არ შეიყვანოთ ბარათის მონაცემები, ნომერი, ვადა და კოდი.