ჩვენი ესთეტიკურ-დიაგნოსტიკური ცენტრი ეძებს გამოცდილ და პროფესიონალ მასაჟისტს, რომელიც იზრუნებს ჩვენი სტუმრების ჰარმონიასა და სხეულის კეთილდღეობაზე. ვაფასებთ სიზუსტეს, ესთეტიკას და ინდივიდუალურ მიდგომას — თუ თქვენთვის მასაჟი მხოლოდ პროცედურა კი არა, ხელოვნებაა, გეპატიჟებით ჩვენს გუნდში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
ესთეტიკური და თერაპიული მასაჟების ჩატარება ცენტრის სტანდარტების შესაბამისად;
კლიენტის საჭიროებების შეფასება და შესაბამისი მომსახურების შერჩევა;
კომფორტული და სუფთა სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა;
პროფესიული ეთიკისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა;
მაღალი ხარისხის სერვისზე მუდმივი ორიენტაცია.
მოთხოვნები:
შესაბამისი კვალიფიკაცია;
მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია ესთეტიკურ ან სამედიცინო დაწესებულებაში);
დეტალებზე ორიენტირებულობა და გამორჩეული პროფესიონალიზმი;
კომუნიკაბელურობა და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება.
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით.
ადგილმდებარეობა: ილია ჭავჭავაძის გამზირი N33ა.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 24 ნოემბერი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr.ibclinic@gmail.com ან დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კომპანიის მიერ, საქართველოს კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მონაცემების დამუშავების მიზანია თქვენი კანდიდატურის შეფასება მიმდინარე ან სამომავლო
ვაკანსიებისთვის. ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში.
თაღლითები უკავშირდებიან განცხადებაზე მითითებულ ნომრებს, თითქოს მათ სურთ ნივთის შეძენა და გამოგზავნა, თანხაზე კი გთხოვენ ბმულზე გადასვლას და ბარათის მონაცემების შევსებას!
ჩვენი რეკომენდაცია:
* არ გახსნათ საეჭვო ბმულები.
* აუცილებლად გადაამოწმეთ ბმული სისწორეზე.
* არ შეიყვანოთ ბარათის მონაცემები, ნომერი, ვადა და კოდი.